მოქმედებს 6 ქალაქში

მგზავრობა სამართლიან ფასად — სანდო მძღოლთან

ტაქსი, მინივენი, სამედიცინო და ბავშვთა გადაყვანა, ტვირთი და ევაკუატორი — ერთ აპლიკაციაში. ფასი ითვლება იმ გზით, რომელიც რეალურად გაიარეთ.

  • დადასტურებული მძღოლები
  • ჩაჯდომა PIN-კოდით
  • დისპეტჩერი ყველა ქალაქში
TrustDrive აპის მთავარი ეკრანი: მარშრუტი რუკაზე და სერვისების არჩევა
6ქალაქი
9მომსახურება ერთ აპში
2.50 ₾აყვანა
0.80 ₾ყოველ კილომეტრზე
მომსახურება

ყველაფერი, რაც გზაზე გჭირდებათ

აირჩიეთ სერვისი, მიუთითეთ საიდან და სად — დანარჩენს აპლიკაცია და დისპეტჩერი მოაგვარებს.

როგორ მუშაობს

ოთხი ნაბიჯი — და უკვე გზაში ხართ

  1. 1

    მიუთითეთ მისამართი

    ჩაწერეთ ქუჩა ან მონიშნეთ რუკაზე. ძებნა ჯერ თქვენს ქალაქში ეძებს — ხაშურში „რუსთაველი“ ხაშურის რუსთაველია.

    მისამართის ძებნა აპში
  2. 2

    ნახეთ ფასი წინასწარ

    შეკვეთამდე ჩანს სავარაუდო ფასი, მანძილი და დრო. ფარული დანამატები არ არის.

    სავარაუდო ფასის ეკრანი
  3. 3

    უყურეთ მძღოლს რუკაზე

    ხედავთ, სად არის მანქანა და როდის მოვა. მარშრუტი რეალურ დროში ახლდება.

    მძღოლის მდებარეობა რუკაზე
  4. 4

    ჩაჯექით PIN-კოდით

    მძღოლს ეუბნებით 4-ციფრა კოდს — ასე დარწმუნებული ხართ, რომ სწორ მანქანაში სხდებით.

    PIN-კოდი და მძღოლის მონაცემები
სამართლიანი ფასი

იხდით იმას, რაც რეალურად გაიარეთ

შეკვეთისას ხედავთ სავარაუდო ფასს. საბოლოო ფასს აპლიკაცია ითვლის გავლილი მარშრუტით — თუ გზა დაკეტილია და მძღოლი შემოუვლის, ეს დამალული არ დარჩება.

  • მარტივი ტარიფი. აყვანა 2.50 ₾ და ყოველ კილომეტრზე 0.80 ₾.
  • ახალი ფასი მხოლოდ თქვენი თანხმობით. თუ მძღოლი სხვა ფასს შემოგთავაზებთ, აპში დაინახავთ მიზეზს და თავად დაადასტურებთ ან უარყოფთ.
  • ლოდინი გამჭვირვალედ. პირველი 4 წუთი უფასოა, შემდეგ — 0.90 ₾ წუთში.
სავარაუდო ფასი
6.50₾
5 კმ
აყვანა2.50 ₾
მანძილი (5 კმ × 0.80 ₾)4.00 ₾

ტაქსისა და მინივენის ტარიფი. ლოდინი 4 უფასო წუთის შემდეგ ცალკე ემატება. საბოლოო ფასი გავლილი მარშრუტით დაითვლება.

უსაფრთხოება

ვიცით, ვისთან ერთად მგზავრობთ

ყოველი მძღოლი და მანქანა ქალაქის გუნდის მიერაა შემოწმებული და დადასტურებული.

PIN-კოდი

მგზავრობა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლს თქვენს კოდს ეტყვით.

მძღოლის შეფასება

ჩანს სახელი, მანქანა, ნომერი და სხვა მგზავრების შეფასება.

ცოცხალი თვალთვალი

რუკაზე ხედავთ მანქანას და მისვლის დროს — მონაცემები რეალურ დროში ახლდება.

დისპეტჩერი

ყველა ქალაქს ჰყავს დისპეტჩერი — ტელეფონით შეკვეთაც შეგიძლიათ.

ქალაქები

სადაც უკვე ვმუშაობთ

დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს 6 ქალაქი — და სია იზრდება.

საზღვარი: © OpenStreetMap-ის მონაწილეები

მძღოლებისთვის

იმუშავე მაშინ, როცა გინდა

ჩართე „ხაზზე“ და მიიღე შეკვეთები შენს ქალაქში. ყველაფერი ერთ აპში — შეთავაზებიდან ანგარიშსწორებამდე.

  • გასაგები შეთავაზებამისამართი, ფასი და მარშრუტი — მიღებამდე.
  • სამართლიანი ფასითუ გზა შეიცვალა, მგზავრს ახალ ფასს შესთავაზებ.
  • გამჭვირვალე ბალანსიაირჩიე საკომისიო: პროცენტი ან დღიური ფიქსირებული თანხა.
გახდი მძღოლი

აპლიკაცია მალე App Store-ზე

TrustDrive ამჟამად გამოქვეყნების პროცესშია. მანამდე შეკვეთა შეგიძლიათ თქვენი ქალაქის დისპეტჩერთან ტელეფონით.

დისპეტჩერის ნომრები